ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვუპირისპირდებით რევოლუციის გამუდმებულ მცდელობებს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვუპირისპირდებით რევოლუციის გამუდმებულ მცდელობებს და ამის გამო იქნა მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ვერ შემოდიან აქაც დისკუსიაში, ხომ ვერ გვეტყვიან ღიად, რომ შენ უნდა შეეგუო იმას, რომ თუ მოგვინდა, გაუმჭვირვალედ მოგიწყობთ ქვეყანაში რევოლუციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის მოქმედმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ამერიკული დაფინანსება თავის დროზე გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოსაწყობად.
"გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით არის ნული არგუმენტი. ჩვენ ვუპირისპირდებით რევოლუციის გამუდმებულ მცდელობებს და ამის გამო იქნა მიღებული თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ამერიკის მოქმედმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხოური დაფინანსება, კონკრეტულად, ამერიკული დაფინანსება თავის დროზე გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოსაწყობად. ამის მომსწრე ხომ ჩვენ ვართ საქართველოში. როგორ ხდებოდა USAID-ის და NED-ის თანხების გამოყენება საქართველოში რევოლუციური პროცესების დასაგეგმად და განსახორციელებლად. ამის წინააღმდეგ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი. ვერ შემოდიან აქაც დისკუსიაში. ხომ ვერ გვეტყვიან ღიად, რომ შენ უნდა შეეგუო იმას, რომ ჩვენ თუ მოგვინდა, გაუმჭვირვალედ მოგიწყობთ ქვეყანაში რევოლუციას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს