ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება

ავტორი
Front News საქართველო
მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა დაკავშირებადობის ფუნქციის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ამაში ძალიან დიდი ინვესტიციები იდება.
"ჩვენი გეგმის მიხედვით, 2030 წლის ბოლომდე გზის თითქმის ყველა პრინციპული მონაკვეთი იქნება დასრულებული თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




