Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და დაკავშირებადობის ფუნქცია

პოლიტიკა
147
Frontnews image description

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, დაკავშირებადობის ფუნქცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რიკოთის  პროექტი ამ თვალსაზრისითაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის.

"ზუსტად ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარება, სწრაფი განვითარება და ასეთი პროექტების განხორციელება არის საუკეთესო გზა და საშუალება ამისათვის. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ყველას მინდა მოგილოცოთ ამ უნიკალური პროექტის წარმატებით დასრულება“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები