Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს იგივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში

პოლიტიკა
222
Frontnews image description

ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იგივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გეგმის პირველი ნაწილი უკვე შესრულდება 1 წელიწადში.

"შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე მზად ვიქნებით იმისათვის, რომ გადავიდეთ მე-2 ეტაპზე. რაც შეეხება კონცეფციის სრულ განხორციელებას, თავისი ინფრასტრუქტურის ნაწილით და სხვადასხვა კომპონენტით, ამას დასჭირდება დაახლოებით 3-4 წელიწადი“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement