ირაკლი კობახიძე - ჩვენი მხრიდან ვერც პირდაპირი, ვერც ირიბი აღიარება ე.წ. დამოუკიდებლობისა ვერ მოხდება


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მხრიდან ვერც პირდაპირი, ვერც ირიბი აღიარება ე.წ. დამოუკიდებლობის ვერ მოხდება, შესაბამისად, ნებისმიერი მოწოდება, რომელიც ამისკენ მიანიშნებს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თავდაუსხმელობის შეთანხმებასთან დაკავშირებით ალან გაგლოევის მოწოდებას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ არის მშვიდობიანი გზა და ვერავითარ სხვა შეთანხმებასა და დოკუმენტზე საუბარი ვერ იქნება.
"ეს მოწოდება არ არის ჩვენთვის სერიოზული, რაც შეეხება თავდაუსხმელობას, ჩვენ ვაცხადებთ ერთადერთ რამეს - ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ არის მშვიდობიანი გზა და, რა თქმა უნდა, ვერავითარ სხვა შეთანხმებასა და დოკუმენტზე ვერ იქნება საუბარი. იქ ზახაროვა რაღაცას ამბობს, იქ კუბილიუსი რაღაცას ამბობს, თქვენ ნუ დასდევთ მათ განცხადებებს. კუბილიუსი პირდაპირ ემტერება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მტრობის მეტი არაფერი უკეთებია. ჩვენთვის ასეთი მოწოდებები სრულიად მიუღებელია. ჩვენი მხრიდან ვერც პირდაპირი, ვერც ირიბი აღიარება ე.წ. დამოუკიდებლობისა ვერ მოხდება, შესაბამისად, ნებისმიერი მოწოდება, რომელიც ამისკენ მიანიშნებს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს