Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე დაინიშნოს საქართველოს ელჩი აშშ-ში, ველოდებით პასუხს წარდგენილ კანდიდატურაზე

პოლიტიკა
379
Frontnews image description

არსებული რეალობიდან გამომდინარე, იმ სტატუს კვო-დან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს აშშ-სთან ურთიერთობებში, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ელჩი მალე დაინიშნოს, ველოდებით თანხმობას წარდგენილ კანდიდატურაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, „დიფ სთეითი“ შეეცდება, შეაფერხოს ელჩის დანიშვნა, თუმცა თუ უშუალოდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩაერევა ამ ყველაფერში, გადაწყვეტილება უფრო სწრაფად იქნება მიღებული.

"აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია უკვე რამდენიმე კვირაა. ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი ხელოვნურად იწელება, გამომდინარე იქიდან, რომ სტანდარტული პრაქტიკის მიხედვითაც შეიძლება, თუნდაც, 3-4 თვე გაგრძელდეს აღნიშნული პროცესი. არსებული რეალობიდან გამომდინარე, იმ სტატუს კვო-დან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობებში, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ელჩი მალე დაინიშნოს. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით თანხმობას წარდგენილ კანდიდატურაზე და როგორც კი მივიღებთ, მაშინვე გაცხადდება ამ კანდიდატის ვინაობა. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დაინიშნოს ელჩი და აქაც ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წამოსწევს თავს „დიფ სთეითი“, რომელიც, რა თქმა უნდა, შეეცდება, შეაფერხოს ელჩის დანიშვნა, თუ უშუალოდ ჩაერევა ამ ყველაფერში ტრამპის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება უფრო სწრაფად იქნება მიღებული", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები