ირაკლი კობახიძე - ჩვენმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ხორვატიის ურთიერთობების სიმტკიცე

ავტორი
Front News საქართველო
ჩემთვის პატივია, რომ ვუმასპინძლე ხორვატიის პრეზიდენტს ზორან მილანოვიჩს საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ხორვატიის ურთიერთობების სიმტკიცე.
"ჩემთვის პატივია, რომ ვუმასპინძლე ხორვატიის პრეზიდენტს ზორან მილანოვიჩს საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ჩვენმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ხორვატიის ურთიერთობების სიმტკიცე და საერთო ერთგულება პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისადმი“, - წერს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




