ირაკლი კობახიძე - დამხობის მცდელობა რომ ყოფილიყო წარმატებული, სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად

ავტორი
Front News საქართველო
დამხობის მცდელობა რომ ყოფილიყო წარმატებული, სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, ეს მცდელობა ჩავარდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ახლა ცდილობენ გაიმართლონ თავი.
"ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო, შეუძლიათ ილაპარაკონ, რამდენიც სურთ. მთავარია, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა. გასული 4 წლის განმავლობაში იყო რევოლუციის 5 მცდელობა და 5-ვე ჩავარდა. ამით, რა თქმა უნდა, დამწუხრებულია სალომე ზურაბიშვილი და ახლა ცდილობს გაიმართლოს თავი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


