Logo

ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მარიამის და ბატონი გივის ხელმძღვანელობით როგორც ეკონომიკაში, ასევე განათლებაში გვექნება სერიოზული წინსვლა

პოლიტიკა
226
Frontnews image description

პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას ჩვენი კოლეგები ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი და ბატონი გივი მიქანაძე,  მათ მინდა ვუსურვო წარმატებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.

"დღეს პირველად ვატარებთ მთავრობის სხდომას განახლებული სამუშაო მაგიდით და ასევე განახლებული შემადგენლობით. ჩვენ დიდი ხანი გვქონდა პაუზა, პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას ჩვენი კოლეგები ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი და ბატონი გივი მიქანაძე. მათ მინდა ვუსურვო წარმატებები. პრინციპში, მათ უკვე აქტიურად დაიწყეს მუშაობა შესაბამისი მიმართულებებით და უკვე გვაქვს სერიოზული წარმატებები. ეს არის ის ორი სფერო, სადაც განსაკუთრებული გეგმები გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მარიამის და ბატონი გივის ხელმძღვანელობით როგორც ეკონომიკაში, ასევე განათლებაში გვექნება სერიოზული წინსვლა. გვაქვს ამბიციური გეგმები ორივე სფეროში. მათ შორის განათლების ამბიციური რეფორმა გვაქვს დაგეგმილი. არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ ზოგადი განათლების დონეზე გვჭირდება უამრავი ცვლილება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მუშაობით ამ ყველაფერს წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე. რაც შეეხება ეკონომიკას, გვაქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, თუმცა ამ სწრაფი ტემპის დაჩქარებაც არის შესაძლებელი. იმ გეგმებით, რომელიც უკვე განვიხილეთ ქალბატონ მარიამთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება შთამბეჭდავი შედეგები. კიდევ ერთხელ მინდა წარმატებები გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement