Logo

ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

პოლიტიკა
418
Frontnews image description

მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მას აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის, სწორედ იმ პროფილით, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უხელმძღვანელებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც აქვს გამორჩეული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სწორედ იმ პროფილით, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ბევრი რამის გაძლიერება არის შესაძლებელი სამსახურში და მამუკა მდინარაძე წარდგება პარლამენტის და საზოგადოების წინაშე შესაბამისი გეგმებით. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ მისი ლიდერობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდება“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები