ირაკლი კობახიძე - დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით ყველა მიმართულებით


ავტორი
Front News საქართველო
დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით ყველა მიმართულებით - იქნება ეს ნარკოტიკული, ორგანიზებული, კორუფციული, თუ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, რისი საშუალებაც არ გვქონდა ობიექტური მიზეზების გამო თავის დროზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლაზე და კონკრეტულ გვარებზე კითხვები არ უნდა იყოს დასმული პრემიერ-მინისტრის მიმართ.
"რაც შეეხება კორუფციულ დანაშაულებს, თავის დროზე, ჩვენ შეიძლება ვერ ვახერხებდით კანონის ამოქმედებას მთელი სიმკაცრით, იმის გამო, რომ იყო უამრავი ხელოვნურად შექმნილი გამოწვევა. დღეს, გვაქვს იმის საშუალება, რომ ყველა მიმართულებით - იქნება ეს ნარკოტიკული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული, კორუფციული, თუ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით, რისი საშუალებაც არ გვქონდა ობიექტური მიზეზების გამო თავის დროზე. რაც შეეხება ზოგადად დანაშაულთან ბრძოლას, მსგავსი კითხვები არ უნდა დაისვას ჩემს მიმართ, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრის ფუნქცია და უფლებამოსილება არ არის, მიიღოს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეების აღძვრასთან დაკავშირებით და ა.შ.", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს