ირაკლი კობახიძე - დღეს, ქუთაისში, 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, ღირსეულ საცხოვრებელს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ადამიანი მთავარი ზრუნვის საგანია


ავტორი
Front News საქართველო
მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე, პროექტის დასრულება. დღეს, ქუთაისში, 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, ღირსეულ საცხოვრებელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თითოეული ჩვენგანისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ასახავს დამოკიდებულებას, რომელსაც ხელისუფლება ამჟღავნებს.
"მინდა გავიხსენო, რომ იყო დრო, როდესაც ადამიანს და მის ღირსებას არ ჰქონდა არავითარი ფასი. ასეთი იყო ხელისუფლების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. დღეს, ხელისუფლების პირობებში, ადამიანი არის მთავარი ზრუნვის საგანი, ამაზე უნდა იყოს და არის ორიენტირებული მთლიანად ჩვენი პოლიტიკა. ის დამოკიდებულება, რაც ვახსენე, აისახებოდა დევნილების მიმართ მიდგომაზეც და დღეს რაც არის დამოკიდებულება, ეს ახალი დამოკიდებულებაც, სათანადოდ აისახება მიდგომებზე და ზრუნვაზე დევნილების მიმართ. დღევანდელი დღეც არის ამის მორიგი გამოხატულება. რაც შეეხება კონკრეტულად განსახლების საკითხებს, ამ მიმართულებითაც რადიკალურად შეიცვალა მიდგომები 2012 წლის შემდეგ, მიღებულ იქნა ახალი კანონი, დადგინდა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც სამართლიანად წარიმართება განსახლების პროცესი. ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდო ამ მიმართულებით, აშენდა არაერთი საცხოვრებელი, რითაც ისარგებლა ათასობით დევნილმა ოჯახმა. ამ პროცესის გაგრძელებაა დღევანდელი დღეც.
პროექტები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, თავისი მასშტაბით არის უპრეცედენტო. ერთდროულად 5 ქალაქში, გარდა ქუთაისისა, თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, ათასობით ოჯახისთვის შენდება ახალი საცხოვრებელი. ამ ყველაფრის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 6 000 000 ლარს. დამეთანხმებით, რომ უპრეცედენტო თანხები იხარჯება იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებლის გადაცემა.
ასევე, წარმატებით ხორციელდება „სოფლად სახლის“ პროექტიც, რომლის ფარგლებში 12 000-მა ოჯახმა უკვე შეიძინა საკუთარი სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთით. ესეც არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ახალი მშენებლობების პარალელურად გვეხმარება განსახლების პოლიტიკის სწორად წარმართვაში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს