ირაკლი კობახიძე - დღეს ვართ საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ყველა კატეგორიის დანაშაულს მაქსიმალური ეფექტიანობით ვებრძოლოთ


ავტორი
Front News საქართველო
არავის არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს, შეიძლება თუნდაც მოიხადოს რამდენიმე წელი სასჯელი ამისთვის და მერე მთლიანად გათავისუფლდება და შეეძლება მოპარული ფული დახარჯოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ არავის დარჩეს ამის განცდა, კანონმდებლობაში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც 30 წლის განმავლობაში დაევალება შესაბამის დანაშაულში მსჯავრდებულ პირს საკუთარი დეკლარაციის, ყოველწლიური სამოხელეო დეკლარაციის გამოქვეყნება.
"ესეც არის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ზომა. ყველა ეს ზომა აჩვენებს ჩვენს სრულ მოტივაციას, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კორუფციის მთლიანად აღმოფხვრისთვის. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ გვინდა ცოტა შევამციროთ და ა.შ. ჩვენ ვთქვით, რომ ევროპის სამეულში გვინდა მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ, რამდენად ამბიციურია ეს მიზანი, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც სამხრეთ სარტყელში მდებარეობს. 8 თებერვალს, როდესაც წელიწად-ნახევრის წინ გამოვედი მთავრობის დამტკიცების დროს, მაშინ ვთქვი ზუსტად, რომ გვინდა ევროპის სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რაღაცებს სჭირდება დრო და დღეს ვართ საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ყველა კატეგორიის დანაშაულს მაქსიმალური ეფექტიანობით ვებრძოლოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს