ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ “ფეიკ ნიუსის“ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები მივიღოთ

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის სააკაშვილის ტელევიზიის მორიგი „ფეიკი“. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ „ფეიკ ნიუსის“ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები მივიღოთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მერობის კანდიდატების სუს-ის შესაძლო აგენტობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ეს არის სააკაშვილის ტელევიზიის მორიგი „ფეიკი“, მათ შორის ამ რეგიონსაც შეეხო ეს ტყუილი, რომელიც ამ ტელევიზიის ეთერში გავრცელდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ „ფეიკ ნიუსის“ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები მივიღოთ.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტყუილის გატარება. სასურველი იქნება, რომ შესაბამისმა კანდიდატებმა შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს მიმართონ, რათა კონკრეტული სააკაშვილის ტელევიზიისგან ამ მცდარი ინფორმაციის თაობაზე ბოდიშის მოხდა მოითხოვონ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


