Logo

ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარია არა მარტო რადიკალიზმით არის დაკავებული, ის არის პერმანენტულად დაკავებული კანონის მოთხოვნების დარღვევით

პოლიტიკა
220
Frontnews image description

ელენე ხოშტარია პერმანენტულად დაკავებულია კანონის მოთხოვნების დარღვევით, ბოლო შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების  შემცველი ქმედებაც ჩაიდინა, როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს  შემაშფოთებელია, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო შემთხვევაში მან უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა და როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს არის შემაშფოთებელი.

"ხოშტარიას შემთხვევა კიდევ უფრო მძაფრად აჩვენებს საელჩოების დამოკიდებულებას. ის არა მარტო რადიკალიზმით არის დაკავებული, ის არის პერმანენტულად დაკავებული კანონის მოთხოვნების დარღვევით. ამ ბოლო შემთხვევაში მან უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების  შემცველი ქმედებაც ჩაიდინა. როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს არის შემაშფოთებელი. არ შეიძლება ასე გააუფასურონ საქართველოში ევროკავშირის იმიჯი ევროკავშირის ელჩებმა, ევროკავშირის ბიუროკრატიამ. ეს პროცესი რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს. ეს ჩვენთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და მთლიანად ევროკავშირის იმიჯი საბოლოოდ არ დაზიანდეს.

რაც შეეხება გირაოს, ეს მისი საქმეა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერავითარ პოზიციას ვერ გამოვხატავთ. იცით, რომ არსებობს კანონმდებლობა, ამ კანონმდებლობის თანახმად, კონკრეტული ზომებია გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ პირი არ იხდის გირაოს. სხვა დანარჩენი ყველაფერი არის კანონის საქმე“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement