ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელ ჰუსეინ საჯვანის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს და არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში.
"ხაზგასმით აღინიშნა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის და უძრავი ქონების სექტორში ინვესტირების მიმართულებით არსებული პოტენციალი და ტურიზმის სექტორის ზრდის დინამიკა.
გამოითქვა ორმხრივი ინტერესი სამომავლო თანამშრომლობის კუთხით.
DAMAC-ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში სასტუმროებისა და უძრავი ქონების მოწინავე დეველოპერია, რომელიც 15 ქვეყანაში ოპერირებს და რომლის წლიური შემოსავალი 4 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. დასაქმებული ჰყავს 4 ათასზე მეტი თანამშრომელი.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




