
ავტორი
Front News საქართველო
ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში, ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული ის რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა საპარლამენტო ასამბლეაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს რეზოლუცია არის მორიგი მტრული აქტი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
“რაღაც დროის განმავლობაში, სხვათა შორის, ეუთოს უფრთხილდებოდნენ, შედარებით, ასე ვთქვათ, დაცული იყო ამ გავლენის ეფექტისგან, მაგრამ ვხედავთ, რომ პირდაპირ ეუთოც ჩართეს უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სახით კოორდინირებულ შეტევაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის ჯო უილსონის მიერ ინიციირებული პროექტი, რაც ძალიან სამწუხაროა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც უკვე გარიეს ამ ყველაფერში. ეს არის მორიგი აქტი, რომელიც განსაკუთრებულ ჩაღრმავებულ შეფასებას არც იმსახურებს, არის მორიგი მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ”, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს