ირაკლი კობახიძე - ე.წ. ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირდაპირ ესხმიან თავს მედიის თავისუფლებას სხვა ქვეყანაში, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს - ეს არის პირდაპირ უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე, ე.წ ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მედიის თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულება, რომელიც ფეხქვეშ გათელეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა
"შეფასებაც არ სჭირდება ამ ყველაფერს, როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირდაპირ ესხმიან თავს მედიის თავისუფლებას სხვა ქვეყანაში, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ეს არის პირდაპირ უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე. ე.წ ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს. მედიის თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულება, რომელიც ფეხქვეშ გათელეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა. ეს მოხდა ჯერ ბრიტანეთის მხრიდან, ახლა კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს თავის თავზე მეტყველებს და ამას დამატებით კომენტარი არ სჭირდება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




