Logo

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი

პოლიტიკა
368
Frontnews image description

ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც ევროპარლამენტშია.

"ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან. მე მახსოვს 80-იან წლებში მათი პათოსი, განხილვების შინაარსი, უსამართლობის ხარისხი, არაფრით განსხვავდება სამწუხაროდ დღევანდელი ევროპარლამენტი ამ ყველაფრისგან. იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში გაჯანსაღების პროცესი და ცვლილებები შეეხება ევროპარლამენტს. ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ევროპარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები