Logo

ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია ავლენს ორმაგ სტანდარტებს

პოლიტიკა
123
Frontnews image description

ევროპული ბიუროკრატია ავლენს ორმაგ სტანდარტებს, იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის შემდეგ, საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირი დიალოგის აღდგენას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დაიწყეს ღიად საუბარი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე, მაშინ, როდესაც დღემდე საქართველოსთან არ აქვთ აღდგენილი პირდაპირი დიალოგი იმ საბაბით, რომ „საქართველო არის პრორუსული თუ რუსული ხელისუფლების მქონე ქვეყანა“.

"ხედავთ, სადამდე არის დაცემული ეს სტანდარტები ევროპულ ბიუროკრატიაში. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის შემდეგ, საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირი დიალოგის აღდგენას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები