ირაკლი კობახიძე - გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან დაიწყო ეს ყველაფერი, მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა ჩვენ შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, აქციები, რაც იმართება რუსთაველის გამზირზე, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არის 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის გაგრძელება, ვინც იქ მიდის, ყველა მივიდა დამხობის აქციაზეც და იმის ლოგიკური გაგრძელებაა.
"წარმოიდგინეთ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიდის ასეთ აქციაზე. თავისთავად ეს ადამიანებიც ხომ ძალადობენ. მარტო კანონსაწინააღმდეგო ხომ არ არის თავისი არსით. ეს ადამიანებიც ძალადობენ, რადგან კანონი და საერთაშორისო სტანდარტი ხომ რაღაც ლოგიკას ეფუძნება. რატომ გეუბნება შენ კანონი და საერთაშორისო სტანდარტი, რომ არ შეიძლება დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადაკეტო 50 ან თუნდაც 300 კაცით, რადგან არ შეიძლება, უდიდესმა უმცირესობამ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. ამას ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტი და მათ შორის ჩვენი კანონმდებლობა. ესენიც ხომ მოძალადეები არიან. როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ მოძალადეებს ემხრობა და აგულიანებს, ეს თავადაც შეგიძლიათ, შეაფასოთ რას ნიშნავს. ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას, მაგრამ ხდება ხოლმე ყოველ ჯერზე ასეთი რამ - ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან დაიწყო ეს ყველაფერი. მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა ჩვენ შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


