Logo

ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა

პოლიტიკა
250
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობაზე. განიხილეს მიმდინარე პროგრამები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით.

აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი მდგრადი განვითარების მიზნების,  ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.

საუბრისას ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა დიდიე ტღებიუკს გაეროს მნიშვნელოვანი როლისთვის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით.

Advertisement