ირაკლი კობახიძე - გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე

ავტორი
Front News საქართველო
გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლაში ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა თემა.
"საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზე და ძალიან მკაფიოდ იყო საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა ეროვნული გამოწვევა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ.
"ომის დაწყება აღიარეს მათ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, როდესაც მხარი დაუჭირეს ტალიავინის დასკვნას. თავად აღიარეს ის, რაც გააკეთეს, ეს იყო ომის დაწყება. რაც შეეხება ოკუპაციას, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ. რეალურად მათი ღალატის შედეგი იყო ის გაგრძელება, რაც მოყვა ომის დაწყებას. როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი. მაგრამ ეს ოკუპაცია არავითარი შეღავათი არ არის სისხლიანი რეჟიმისთვის, რომელმაც 2008 წლის ომი. ერთი სხვა ფაქტია, მეორე სხვა ფაქტია და ერთმანეთთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


