Logo

ირაკლი კობახიძე - გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი

პოლიტიკა
1 დღის წინ / 20:14
326
Frontnews image description

რეალურად გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გახარიას პარტიის 12 დეპუტატს არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში.

"რეალურად გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ 12 დეპუტატს არავითარ შემთხვევაში არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში. დანარჩენი პარლამენტის გადასაწყვეტია, შემდეგ საშემოდგომო სესიაზე დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement