Logo

ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში

პოლიტიკა
240
Frontnews image description

უდავოა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეს არის მარტივი სტანდარტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით და ბუნებრივია, ამ სტანდარტით იმოქმედებს სახელმწიფო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული პროექტის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა.

"ბევრი რამ შეიცვალა ამ დარგის მართვის მიმართულებით, შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში სერიოზული რეფორმები გატარდა და განსხვავებული მიდგომებით მუშაობს დღეს სამინისტრო. შესაბამისად, გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება აუცილებლად უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, ისევე როგორც ზოგადი გეგმის დამუშავების შემთხვევაში", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები