
ავტორი
Front News საქართველო
ახალი პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც განსაკუთრებულად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს შეამცირებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პლატფორმის სწორად მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივაც, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც ბუნებრივია, შეამცირებს განსაკუთრებულად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს და შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ პლატფორმის სწორად მუშაობას. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პლატფორმის შექმნაში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს