Logo

ირაკლი კობახიძე - გარკვეულ წლებში ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება, ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა

პოლიტიკა
287
Frontnews image description

ყველაფერს გავაკეთებთ კულტურის მინისტრთან, კულტურის მოღვაწეებთან ერთად იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებასა და ქართული კულტურის აღორძინებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის სფეროს წარმომადგენელთა სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იყო გარკვეული წლები, როდესაც ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება და ამას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები.

"ჩვენ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გვქონდა კულტურული აღორძინების ხანა, როდესაც განსაკუთრებით განვითარდა საქართველოში შემოქმედების ყველა სფერო. ამის შემდეგ იყო 90-იანი წლები. ამის შემდეგ იყო გარკვეული წლები, როდესაც ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება და ამას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა და რეალურად არ ხდებოდა ზრუნვა კულტურის განვითარებაზე, რამაც შექმნა საკმაოდ რთული მდგომარეობა ხელოვნების, კულტურის, შემოქმედებით სფეროში. მინდა, ყველას გისურვოთ ჩვენი კულტურის აღორძინება. ამაში თქვენ განსაკუთრებული როლი გაკისრიათ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებასა და ქართული კულტურის აღორძინებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement