ირაკლი კობახიძე - გერმანიის ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ზომა, როდესაც მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს

ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე.
"რაც შეეხება გერმანიის ელჩის დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. თუ სურვილი ექნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეტალურ კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


