ირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით, არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტს გადააგდებს

ავტორი
Front News საქართველო
”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას უპასუხა და აცხადებს, რომ არა თუ “ქართული ოცნება”, არამედ სწორედ გახარიას პარტია დაიშლება.
ირაკლი კობახიძის თქმითვე, გიორგი გახარიამ “ბევრი ადამიანი მოატყუა”.
“მე ვიცი, რომ პარტია არც აქვს გახარიას, მაგრამ რაც არის ისიც დაიშლება, ძალიან მარტივი მიზეზის გამო – მან ძალიან ბევრი მოატყუა, მათ შორის თავის პარტიაში სხვადასხვა კუთხით. მათ შორის, პოლიტიკური კუთხით, ფინანსური და ა.შ. მან ვიღაცები გადააგდო და ამ დეტალებში შესვლა არ მინდა. კიდევ უფრო მეტს კი გადააგდებს მაშინ, როგორც კი არჩევნები დასრულდება. ეს ზოგადად გახარიას ხელწერაა.
რაც შეეხება, “ქართული ოცნების” კონსოლიდაციას, აქ კონსოლიდაციის ხარისხი უმაღლესია და ეს არის გუნდი, რომლის ლიდერებიც პატივს სცემენ ერთმანეთს და მეგობრობენ ერთმანეთთან. ამ მეგობრობით კი, გუნდს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ყველამ თავის პარტიაზე იზრუნოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


