ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, 2030 წლამდე შეიცვლება ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ ევროპული ბიუროკრატია შეიცვლება, შეიცვლება პირობებიც.
"ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. რაც შეეხება ევროკავშირს, სად იყო 28 ნოემბერი, როდესაც მანამდე, ზაფხულში, სტრატეგიული დიალოგი შეაჩერეს საქართველოსთან. ეს იყო რევოლუციის გამჭვირვალობის კანონის გამო და თუ უნდოდათ რევოლუციის მოწყობა, ეს სხვა საქმეა. ამ კანონის შინაარსი იყო ის, რომ თუ რევოლუცია უნდა ვინმეს, გამჭვირვალედ მაინც მოაწყოს ეს რევოლუცია. ამას ეხებოდა ეს კანონი. ამიტომ, იქაც არ ჰქონდათ არავითარი საფუძველი. ეს არის დღევანდელი დამოკიდებულება. თუ პრაგმატულ პოლიტიკაზე გადავლენ, ეს იქნება ძალიან კარგი. ჩვენ ველოდებით 2030 წელს და იმედი გვაქვს, რომ მანამდე ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები. იგივე, რაც ხდება გერმანიის პარლამენტში - ან ტყუილს პასუხობენ, არ პასუხობენ. როგორ შეიძლება, ასე მუშაობდეს ევროპული ბიუროკრატია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება. თუ ბიუროკრატია შეიცვლება, შეიცვლება პირობებიც და აღარ იქნება ის პირობები, რომელიც მაგალითად, დაკავშირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებასთან ხელისუფლებაში. რასაც სასამართლო რეფორმას უწოდებდნენ, ესეც გულისხმობდა სასამართლოზე კონტროლის დაბრუნებას „ნაცმოძრაობის“ ხელში. ეს იყო სინამდვილეში, რასაც ითხოვდნენ. თუ შეიცვლება მიდგომები, შეიცვლება პირობებიც“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


