
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც საერთო ევროპულ ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება.
"აღინიშნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დადებითი დინამიკა და გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენისა და დიალოგისთვის მზად არის.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს