ირაკლი კობახიძე - კახა კალაძემ თავისი 14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი


ავტორი
Front News საქართველო
კახა კალაძემ თავისი14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კახა კალაძე არის ერთადერთი, ვინც უწყვეტად, ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს.
"14 წელია, კახა კალაძე არის უმაღლეს პოზიციებზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში და ხელისუფლებაში. ის არის პრაქტიკულად ერთადერთი, ვინც უწყვეტად, ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს. კახა კალაძემ თავისი 14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი. ეს არის მისი საქმიანობის შედეგი. აქედან გამომდინარე, თეორიულადაც კი არ განიხილებოდა არც ერთი სხვა ვერსია. როგორც კი ჩვენ მივიღეთ დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე თავად იყო მზად, მესამედ ეყარა კენჭი მერობის კანდიდატად, ბუნებრივია, ყველას გაგვიხარდა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს