Logo

ირაკლი კობახიძე - კანონპროექტი, რომელიც დაინიიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას

პოლიტიკა
107
Frontnews image description

იყვნენ კონკრეტული ენჯეოები, რომლებსაც არ უნდოდათ რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც დაინიიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას.

"იყო კანონის გვერდის ავლის შესაძლებლობები. ის კანონპროექტი, რომელიც დაინიიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას. იყვნენ კონკრეტული ენჯეოები, რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში. ეს არის კანონის გვერდის ავლის მცდელობა და ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონი, რომელიც არის ინიციირებული“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები