ირაკლი კობახიძე – “ხარი ხართან დააბი“ არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი გახარიას ნარკოტიკებთან პრობლემები „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ გაუჩნდა.
“მას ეს პრობლემა იმ პერიოდში არ ჰქონია. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ მარტივი გამონათქვამი, ხარი ხართან დააბი. როდესაც ის თავისი საქმიანობით და თავისი ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს არამარტო ნარკოტიკებთან, კონკრეტულად კოკაინთან, ამის შემდეგ მას გაუჩნდა ეს პრობლემა. კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. ხარი ხართან დააბი არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას. როდესაც ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რამ არ უნდა გაგიკვირდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


