Logo

ირაკლი კობახიძე - კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი

პოლიტიკა
51
Frontnews image description

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს,  პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა მეზობელ ქვეყნებს შორის ძლიერი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ღირებულებაზე.

"ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში თემაზე „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“,  სადაც ხაზი გავუსვი სამხრეთ კავკასიის მზარდ მნიშვნელობას დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში და მეზობელ ქვეყნებს შორის ძლიერი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ღირებულებას.

კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში“, - წერს ირაკლი კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები