
ავტორი
Front News საქართველო
ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე, სად ნახეთ ზრუნვა უკრაინისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას და ამის უამრავი მაგალითი არსებობს.
"გზა სად გაივლის, ამას წყვეტს გეოგრაფია და ამ გზას რეალურად ალტერნატივა, რეალური ალტერნატივა არა აქვს, შესაბამისად ვერავინ შეცვლის გეოგრაფიას. ეს არის მარტივი რაღაც პოლიტიკური გზავნილები, რომლებიც არის გათვლილი მოკლევადიან ეფექტზე. სხვა მეტი დატვირთვა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ ექნება. იგივე შეეხება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ე.წ. სუპერ სამშაბათს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. არის ქვეყნები, რომლებიც 15 წელია არიან მოლაპარაკებების რეჟიმში, მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მათ ნაწილს საერთოდ არავითარი პროგრესი არა აქვს. ამიტომ ეს მთლიანად ფორმალობებია, მთლიანად განკუთვნილია რაღაც მოკლევადიან პოლიტიკურ ეფექტზე, არავითარი არც ეკონომიკური და არც სხვა რაიმე არსებითი პოლიტიკური შედეგი არ მოაქვს ამ ყველაფერს შესაბამისი ქვეყნებისთვის. არის კიდევ ერთხელ მარტივი პოლიტიკური თამაშები, რაც ძალიან სამწუხაროა. ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა ასეთი მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს, მაგალითად, უკრაინაზე. სად ნახეთ თქვენ ზრუნვა უკრაინისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს