ირაკლი კობახიძე - კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, თუ გამოძიებას ექნება დამატებით ფაქტები, ამ შემთხვევაში იმოქმედებენ

ავტორი
Front News საქართველო
კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა კორუფციის ბრალდებით დაკავებები, პრემიერი აღნიშნავს, რომ ეს არის საგამოძიებო უწყებების საქმე.
"უნდა დაველოდოთ გამოძიებას. თუ გამოძიებას ექნება დამატებით ფაქტები, ამ შემთხვევაში იმოქმედებენ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




