
ავტორი
Front News საქართველო
სადაც არის კორუფცია, იქ ზიანი ადგება ეკონომიკურ განვითარებასაც, შესაბამისად, მათ შორის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჩვენ გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინების შენარჩუნების შესაძლებლობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლის ივნისიდან როცა დასრულდა საკადრო ცვლილებები მათ შორის საქართველოს მთავრობაში, იყო გარდამტეხი ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.
"კორუფციის მაქსიმალურად აღმოფხვრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. გარდამტეხი წელი გვქონდა ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებით თუ ავიღებთ გასული წლის ივნისიდან პერიოდს, როცა დასრულდა საკადრო ცვლილებები მათ შორის საქართველოს მთავრობაში, ჩვენ გვქონდა გარდამტეხი ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.
ყოველ ჯერზე ჩვენ მარტივ კითხვას ვუსვამთ ჩვენს ოპონენტებს, ზეპირად, ბრტყელი ფრაზებით საუბრობენ ხოლმე კორუფციაზე, მარტივ რამეს ვეკითხებით, ერთი ფაქტი მოიტანონ კორუფციასთან დაკავშირებით, რომელიმე მინისტრი თუ არის ჩართული კორუფციაში, რომელიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირი თუ არის ჩართული. დაბალ დონეზე მუდმივად არის საჭირო ბრძოლა კორუფციასთან და უამრავი კორუფციული დანაშაული ვლინდება, სამწუხაროდ ამას მოჰყვება ხოლმე ადამიანების დაკავება, დაპატიმრება და ასე შემდეგ, ეს არის მუდმივი პროცესი. მაღალ დონეზე კორუფცია არის აღმოფხვრილი . მარტივი ინდიკატორი გვაქვს - წარმოადგინონ ერთი ფაქტი, რომელიც უკავშირდება რომელიმე მინისტრს, მინისტრის მოადგილეს, სხვა მაღალ თანამდებობის პირს. ერთი კორუფციული ფაქტი და გვექნება მყისიერი რეაგირება. არცერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ, მაგრამ აგრძელებენ საუბარს ბრტყელი სიტყვებით.
გარდამტეხი ცვლილებები გვქონდა და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას. სადაც არის კორუფცია, იქ ზიანი ადგება ეკონომიკურ განვითარებასაც. შესაბამისად, მათ შორის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჩვენ გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინების შენარჩუნების შესაძლებლობას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს