Logo

ირაკლი კობახიძე - მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად, ვერ ერთიანდებიან, ამასობაში მეთერთმეტე არჩევნებს მოვიგებთ

პოლიტიკა
334
Frontnews image description

ვიღაცამ დაავალა გარედან გაერთიანება, კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად, ვერ ერთიანდებიან, ეს ხდება ყველა ჯერზე, ამასობაში 10 არჩევნები მოვიგეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი ალიანსი ხშირად შექმნილა, თუმცა პერსონალური კონფლიქტები არ აძლევს მათ ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას.

"ასეთი ალიანსი ხშირად შექმნილა, თუმცა არის პერსონალური დისკომფორტიც, მათ შორის, ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ ყოველ ჯერზე გარედან ავალებენ გაერთიანებას, მაგრამ ბოლოს ისე ხდება ხოლმე, რომ პერსონალური კონფლიქტები არ აძლევს მათ ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას. აქაც იგივე ხდება, ვიღაცამ დაავალა გარედან გაერთიანება, კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად, ვერ ერთიანდებიან. ეს ხდება ყველა ჯერზე. 10 არჩევნები მოვიგეთ ამასობაში. ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ, იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები