ირაკლი კობახიძე – მე ვფიქრობ, რომ 48%-ის აღება საკმაოდ რეალურია


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ღამის კურიერის” ეთერში გუნდის საარჩევნო მოლოდინებზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” იმავე შედეგზე უნდა გავიდეს, რა შედეგზეც წინა არჩევნებზე გავიდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვთ თუ არა პარტიაში 48%-ის იმედი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ 48%-ის მიღება საკმაოდ რეალური შედეგია.
“მე მგონია, რომ ჩვენთვის ამოცანა არ უნდა იყოს 43%-ი. ჩვენ ვთქვით დღეს, რომ ჩვენი ამოცანაა იმავე შედეგის გამეორება, რაც გვქონდა, ანუ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მიღება. მე ვფიქრობ, რომ 48% -ის აღება საკმაოდ რეალურია”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს