Logo

ირაკლი კობახიძე - მგონია, რომ ბიზნესი გრძნობს ხელისუფლებას მხარდაჭერას ბიზნესის თავისუფლების მიმართ

პოლიტიკა
60
Frontnews image description

მე მგონია, რომ ბიზნესი გრძნობს ხელისუფლებას მხარდაჭერას ბიზნესის თავისუფლების მიმართ და ეს გვიმყარებს რწმენას, რომ ერთად შევძლებთ პრობლემის გადაჭრას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა "დებატებში“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი და საგნობრივი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც ძალიან აკლდა საზოგადოებას და პოლიტიკასაც მთელი ამ დროის განმავლობაში.

"მნიშვნელოვანია, ეს ტრადიცია გაგრძელდეს, რასაც ახლა ეყრება საფუძველი და კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით თქვენ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. აქ წარმოდგენილი არიან ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები და არავის გვეპარება ეჭვი იმაში, რომ როგორც ნებისმიერ მოქალაქეს შესტკივა გული საკუთარ ქვეყანაზე, ასე ამ ადამიანებსაც შესტკივათ გული. ამაშია რეალურად მთავარი გამოსავალი, რომ თუ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მოსახლეობაზე, მის სოციალურ ტვირთზე და ა.შ. ყველა ერთად აუცილებლად მოვახერხებთ გამოსავლის მოძებნას და ოპტიმისტური ნოტით დავასრულებ ჩემს გამოსვლას. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში პრობლემა გადაიჭრება და ფასები შემცირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები