ირაკლი კობახიძე - მინდა, თითოეულ ელჩს მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გასულ წელს გააკეთეს

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული დიპლომატიური კორპუსი, ძალიან ღირსეული ელჩები, რომლებიც შესაძლებლის მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები, შესაბამისად, მინდა, თითოეულ ელჩს მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გასულ წელს გააკეთეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რომელიც მომავალ წელთან დაკავშირებულ პროგნოზებს შეეხებოდა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გლობალურ პროცესებზე.
"გლობალურ პროცესებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება პროცესები ევროკავშირში, როგორ წარიმართება პროცესები აშშ-ში, როგორ წარიმართება უკრაინის ომთან დაკავშირებული პროცესები. ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რასაც ვახერხებდით წინა წლების განმავლობაში წარმატებით, იმას გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაშიც", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




