Logo

ირაკლი კობახიძე - მიუხედავად ძალიან სერიოზული გამოწვევებისა, მათ შორის გარე ზეწოლისა, ჩვენ მოვახერხეთ ამ ამოცანების შესრულება

პოლიტიკა
42
Frontnews image description

საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის მთავარი, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, ეროვნული ინტერესები, უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური განვითარება და შეიძლება თამამად ითქვას, რომ მიუხედავად ძალიან სერიოზული გამოწვევებისა, მათ შორის გარე ზეწოლისა, ჩვენ მოვახერხეთ პრინციპულად ამ ამოცანების შესრულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რთული ვითარებაა დღესაც შექმნილი მსოფლიოში, გამოწვევები არ შეცვლილა და შესაბამისად, არ იყო იოლი ვითარების მართვა საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით.

"ყველა ხედავდა, რამხელა ზეწოლა იყო საქართველოზე და ეს ზეწოლა გრძელდებოდა, მათ შორის გასული ორი წლის განმავლობაშიც. კეთდებოდა ეკონომიკასთან დაკავშირებით უარყოფითი პროგნოზები, განსაკუთრებით გასული წლის დასაწყისში, თუმცა აქაც, მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავებული ინტერესები, იყო საერთაშორისო სირთულეები, მოვახერხეთ ჩვენი ეკონომიკის სტაბილური განვითარება. ეს იყო ჩვენი უმთავრესი ამოცანა. საბოლოო ჯამში, ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის მთავარი, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, ეროვნული ინტერესები, უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური განვითარება და შეიძლება თამამად ითქვას, რომ მიუხედავად ძალიან სერიოზული გამოწვევებისა, მათ შორის გარე ზეწოლისა, ჩვენ მოვახერხეთ პრინციპულად ამ ამოცანების შესრულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები