Logo

ირაკლი კობახიძე - მოხარული ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრით, საუბრისას განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა

პოლიტიკა
469
Frontnews image description

მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ილჰამ ალიევთან  შეხვედრით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

"მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრით. საუბრისას განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ  იმ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის როლს აძლიერებს გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში“, - წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები