ირაკლი კობახიძე - მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე

ავტორი
Front News საქართველო
მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის ჩინეთში ვიზიტი დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის.
"ახლა, როდესაც ეკონომიკის მინისტრს აქვს ვიზიტი ჩინეთში, ეს დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს კონკრეტიკა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები. ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც, ესეც არის ბუნებრივია, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, მოლაპარაკებები გრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




