Logo

ირაკლი კობახიძე - მოსახლეობის ფართო ფენას, ბუნებრივია, აწუხებს ასევე მაღალი ფასები მედიკამენტებზე, იგივე ეხება საწვავსაც

პოლიტიკა
106
Frontnews image description

მოსახლეობის ფართო ფენას, ბუნებრივია, აწუხებს ასევე მაღალი ფასები მედიკამენტებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია იმუშავებს როგორც მედიკამენტების, ისე საწვავის მიმართულებითაც.

“მოსახლეობის ფართო ფენას, ბუნებრივია, აწუხებს ასევე მაღალი ფასები მედიკამენტებზე და საკითხის სპეციფიკა არის ძალიან მსგავსი. აქაც არის იმპორტი, დისტრიბუცია, შემდეგ არის სააფთიაქო ქსელები. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსია თავისი არსით საკითხები, იგივე ეხება საწვავსაც, გადავწყვიტეთ ყველა ეს საკითხი გაგვეერთიანებინა. საბოლოო ჯამში, ეს არის, მთლიანობაში, ერთგვარი პირველადი მოხმარების პროდუქცია, რასაც მოიხმარს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პრაქტიკულად, თითქმის, ყველა მოქალაქე, სამივე საკითხს თუ შევეხებით. საკითხის აქტუალობიდან და დაკავშირებადობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ კომისიის საქმიანობის ფარგლებში მოვიცვათ სამივე თემა”, - განაცხადა კობახიძემ.
 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები