ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, მაგალითი აიღონ შსს-ს გუშინდელი სპეცოპერაციიდან


ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ მაგალითად, ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, მაგალითი აიღონ შსს-დან მისი გუშინდელი სპეცოპერაციიდან, როდესაც თავად მოუწევთ ასეთ გამოწვევებთან გამკლავება. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო შსს-ს, პირადად მინისტრს, უკლებლივ ყველა სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც გუშინ მოქმედებდა უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შსს-მ უმაღლეს დონეზე, მაღალი სტანდარტებით ჩაატარა სპეცოპერაცია და გაანეიტრალა კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლის მცდელობა.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შსს-ს, პირადად მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, სპეცრაზმის ხელმძღვანელს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, უკლებლივ ყველა სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც გუშინ მოქმედებდა უმაღლეს დონეზე.
თქვენ ნახეთ, რომ შსს-მ უმაღლეს დონეზე, მაღალი სტანდარტებით ჩაატარა იუველირული სპეცოპერაცია, რითაც განეიტრალდა კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლის მცდელობა. ამისათვის, რა თქმა უნდა, შსს-ს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა.
მოვუწოდებ მაგალითად, ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს მაგალითი აიღონ შსს-დან მისი გუშინდელი სპეცოპერაციიდან, როდესაც თავად მოუწევთ ასეთ გამოწვევებთან გამკლავება.
მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სუსის ხელმძღვანელს, ბატონ მამუკა მდინარაძეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო პრევენციული ზომები. რა თქმა უნდა სამსახური მოქმედებს არასაჯაროდ, ეს არის ამ სამსახურის სპეციფიკა, თუმცა უამრავი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ პრევენციულად ყოფილიყო თავიდან არიდებული პრობლემები და გუშინაც, მაქსიმალური ეფექტიანობით მოქმედებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება გაგრძელდება.
"ესეც არის ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ქართული საზოგადოების წინაშე, იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელიც გუშინ სრული მობილიზაციით გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის განვითარებას“,- განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს