Logo

ირაკლი კობახიძე - მსოფლიოზეც უნდა გავიდეთ, მთავარია მონდომება და ყველაფერს შეძლებთ

პოლიტიკა
408
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად, საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

“ყველა ძალიან გახარებულია. კალათბურთელებსაც მინდა მივულოცო. მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მსოფლიოზეც უნდა გავიდეთ, მთავარია მონდომება და ყველაფერს შეძლებთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

Advertisement