Logo

ირაკლი კობახიძე -  მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიცია ვერც არჩევნებში აღწევს წარმატებას და ვერც ქუჩაში, ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი

პოლიტიკა
217
Frontnews image description

ოპოზიცია ვერც არჩევნებს იგებს, ვერც რევოლუციებს აწყობს ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი არ უჭერს მხარს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ ხალხი არ გიჭერს მხარს, ვერავითარ რევოლუციურ სცენარს ვერ განახორციელებ.

"მთავარი რაც არ აქვს ოპოზიციას, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხი არ გიჭერს მხარს, ბუნებრივია, ვერავითარ რევოლუციურ სცენარს ვერ განახორციელებ. ვერც არჩევნებს იგებენ, ვერც რევოლუციებს აწყობენ ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი მათ არ უჭერს მხარს. როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს კოლექტიურ აგენტურას, შეუძლებელია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მთავარი მიზეზი, რატომაც ვერც არჩევნებში აღწევენ წარმატებას და ვერც ქუჩაში, ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი. ასე გაგრძელდება პროცესები“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement