ირაკლი კობახიძე - მთავარია ღირსება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი

ავტორი
Front News საქართველო
ევროპისკენ ვიყურებოდით და იქ ვეძებდით საკუთარ დაცვას, ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. სწორედ ამ მთავარ ღირებულებას აცლიან ევროპას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ფასი ევროპისკენ სწრაფვას აქვს მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს კარს გაუღებს ქრისტიანული და მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა.
"ყველაფრის პრაგმატულად გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია. თავის დროზე, რატომაც იყურებოდა ჩვენი ქვეყანა დასავლეთისკენ, ამას ჰქონდა ერთადერთი მთავარი მიზეზი - ქრისტიანობა. ქრისტიანობის გამო ვიყურებოდით ევროპისკენ. თავის დროზე, როდესაც გაკეთდა არჩევანი კონკრეტული მიმართულებით, ესეც ქრისტიანობას უკავშირდებოდა. ევროპისკენ ვიყურებოდით და იქ ვეძებდით საკუთარ დაცვას, ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. სწორედ ამ მთავარ ღირებულებას აცლიან ევროპას. ეს არის მთავარი პრობლემა, რატომაც ღირებულების დონეზე იქნა დაკნინებული ევროპის მნიშვნელობა. არსებობს კონკრეტული პრინციპები, ღირებულებები. ერთი უკავშირდება იდენტობას. ჩვენთვის ეს არის ეროვნული და ქრისტიანული იდენტობა და ფასი ევროპისკენ სწრაფვას აქვს მხოლოდ ამ ღირებულებების პირობებში, თუ ჩვენ დაგვხვდება და კარს გაგვიღებს ქრისტიანული და მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა. ასევე, პრაგმატულად მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის, იქ დაგვხვდეს ევროპა, კეთილდღეობის შესაბამისი ხარისხით. აქ ძალიან მძიმე ტენდენციებია. ყველაფერს პრაგმატულად უნდა შევხედოთ. მთავარია, რომ ჩვენ ღირსებას არ გადავუხვიოთ. მთავარია ღირსება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. პრაგმატულად უნდა შევხედოთ ყველაფერს, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს კურსი, მაგრამ მხოლოდ ღირსებით შეიძლება გაჰყვე ამ კურსს და დივერსიფიკაციას არ აქვს არავითარი ალტერნატივა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


